Accessibility links

logo-print

რუსეთის პარლამენტმა დღეს კოლექტიური უსაფრთხოების


რუსეთის პარლამენტმა დღეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. ეს ხელშეკრულება, რომელიც საერთო საფრთხეებთან, მათ შორის ტერორიზმთან,

რუსეთის პარლამენტმა დღეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. ეს ხელშეკრულება, რომელიც საერთო საფრთხეებთან, მათ შორის ტერორიზმთან,
ორგანიზებულ დანაშაულთან და ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლაში მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ ტრუბნიკოვმა კენჭისყრამდე დეპუტატებს განუცხადა, რომ ორგანიზაციამ უნდა იზრუნოს რეგიონული შეიარაღებული ძალის ჩამოყალიბებაზეც.
XS
SM
MD
LG