Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი აცხადებს, რომ ზოგიერთი დაკავებული ერაყის ყოფილი მთავრობის წევრი კოალიციას სასარგებლო ინფორმაციას აწვდის.

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი აცხადებს, რომ ზოგიერთი დაკავებული ერაყის ყოფილი მთავრობის წევრი კოალიციას სასარგებლო ინფორმაციას აწვდის.
რამსფელდმა აგრეთვე განაცხადა, რომ კოალიციის ძალებს ამჟამად 7 ათასიდან 7 ათას ხუთასამდე პირი ყავთ დაკავებული ერაყში, რომელთა უმეტესობას ერაყელები, მცირე ნაწილს კი სირიელები და სხვა ეროვნების პირები შეადგენენ. ერაყის ჯარის რიგითი ჯარისკაცები განთავისუფლებული არიან. დაკავებულთა შორის ამ მომენტისთვის 55 ძებნილი ერაყელიდან 12-ი პირი იმყოფება. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა გაეროს უშიშროების საბჭოს ერაყის მიმართ არსებული ეკონომიკური სანქციების მოხსნისკენ მოუწოდა. ბაუჩერი ეკონომიკურ სანქციებს ახლა, როცა სადამ ჰუსეინი აღარ არის, არასაჭიროდ მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG