Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და იაპონია გააგრძელებენ დიპლომატიურ


აშშ და იაპონია გააგრძელებენ დიპლომატიურ ძალისხმევას,

აშშ და იაპონია გააგრძელებენ დიპლომატიურ ძალისხმევას,
რათა მშვიდობიანი გზით მოგვარდეს ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული კონფლიქტი. ამის შესახებ შაბათს განაცხადა ტოკიოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს კელიმ. მან, იაპონიის ოფიციალურ პირებს გააცნო შედეგი პეკინში ახლახან დამთავრებული მოლაპარაკებისა, რომელშიც აშშ, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა და ჩინეთი მონაწილეობდნენ. ჯეიმს კელიმ განაცხადა, რომ ფხენიანთან მიმართებაში პოლიტიკის შეცვლამდე, აუცილებელია სათანადოდ იქნეს გაანალიზებული ჩრდილოეთი კორეის წარმომადგენელთა ნათქვამი იმის შესახებ, რომ ამ ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი.
XS
SM
MD
LG