Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ქუვეითის


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრს შეიხ ალ-საბა ალ-აჰმადს შეხვდა დღეს დამასკოში.

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრს შეიხ ალ-საბა ალ-აჰმადს შეხვდა დღეს დამასკოში.
მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობასა და ერაყში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. სირიის სააგენტო სანას ცნობით, ალ-საბა დამასკოში ჩავიდა ქაიროდან, სადაც ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკს ეთათბირა ომისშემდგომი ერაყის საკითხზე. სირია ერაყთან ომის დაწყების წინააღმდეგი იყო, ხოლო ქუვეითმა, რომელიც 1990 წელს დაიპყრო სადამ ჰუსეინმა, აქტიურად დაუჭირა მხარი ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას.
XS
SM
MD
LG