Accessibility links

ბაღდადში იქმნება ადმინისტრაციული ჯგუფი, რომელსაც


ბაღდადში იქმნება ადმინისტრაციული ჯგუფი, რომელსაც ქალაქის ინფრასტრუქტურის აღდგენა დაევალება.

ბაღდადში იქმნება ადმინისტრაციული ჯგუფი, რომელსაც ქალაქის ინფრასტრუქტურის აღდგენა დაევალება.
ერაყში აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენლის, ბარბარა ბოდაინის განცხადებით, ჯგუფი ერაყელებით დაკომპლექტდება. დღეს ბოდაინი შეხვდა ქალაქის ყოფილი ადმინისტრაციის წევრებსა და სპეციალისტებს, რომელთაც ბაღდადის ენერგო- და წყალმომარაგების აღდგენა დაევალათ. უახლოეს დღეებში ერაყში შეერთებული შტატებიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან დაბრუნდება 150-მდე ერაყელი ემიგრანტი, რომელთაც ადმინისტრაციული მუშაობის გამოცდილება აქვთ და რომლებმაც თანხმობა განაცხადეს, მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში ხელისუფლების ახალი სისტემის ჩამოყალიბებაში.
XS
SM
MD
LG