Accessibility links

logo-print

ჩინეთის ხელისუფლებამ დღეს მწვავე რესპირატორული


ჩინეთის ხელისუფლებამ დღეს მწვავე რესპირატორული სინდრომით გარდაცვალების კიდევ ცხრა შემთხვევის შესახებ გამოაცხადა.

ჩინეთის ხელისუფლებამ დღეს მწვავე რესპირატორული სინდრომით გარდაცვალების კიდევ ცხრა შემთხვევის შესახებ გამოაცხადა.
მათგან რვა პეკინში აღირიცხა. ამრიგად, ჩინეთში ამ სენით გარდაცვლილთა რიცხვმა 131-ს მიაღწია, დაავადებულთა რაოდენობა კი სამი ათასს აღემატება. ატიპიური პნევმონიის პირველი მსხვერპლის შესახებ გამოაცხადა ტაივანმა. 12 ადამიანი გარდაიცვალა ჰონკონგში. პეკინში, სადაც ამ დაავადების მასშტაბი მეტად საშიშ ფორმას იღებს, დროებით დაიკეტა კინოთეატრები, საკონცერტო დარბაზები, თეატრები, დისკოთეკები, კლუბები. მწვავე რესპირატორული სინდრომით დაავადების პირველი შემთხვევა შარშან, ნოემბერში დაფიქსირდა ჩინეთის გუანდონგის პროვინციაში. მას შემდეგ ამ დაავადებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 300-მდე ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა რიცხვი დაახლოებით 4600-ს შეადგენს. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გრუ ჰარლემ ბრუნდტლანდმა დღეს მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდა, უფრო მჭირდოდ ითანამშრომლონ მწვავე რესპირატორული სინდრომის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
XS
SM
MD
LG