Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუშანბეში გაიმართა ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის


დუშანბეში გაიმართა ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის სახელმწიფოთაშორისი საბჭოს სხდომა.

დუშანბეში გაიმართა ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის სახელმწიფოთაშორისი საბჭოს სხდომა.
ამ თანამეგობრობის წევრები არიან: ბელორუსია, რუსეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ერთიანი საბაჟო სივრცისა და აგრარული ბაზრის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები, იმსჯელეს სამიგრაციო პოლიტიკაზე, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლის გზებზე და სხვა საკითხებზე. დღის პირველ ნახევარში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტაჯიკეთში განთავსებულ რუს სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და მათ უთხრა, რომ მოსკოვს განზრახული აქვს, ტაჯიკეთში კიდევ უფრო გაზარდოს თავისი სამხედროების რიცხვი, რადგან, როგორც პუტინმა თქვა, ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარზე ჯერ კიდევ არ არის დამყარებული სტაბილური ვითარება.
XS
SM
MD
LG