Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა, რომელიც სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნებში მოგზაურობს,

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა, რომელიც სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნებში მოგზაურობს,
განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ყოველ ღონეს ხმარობს ერაყში დამოუკიდებელი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. აბუ დაბიში გამოსვლისას, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერაყში ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს პოლიტიკური ვითარება. მან მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ ერაყთან ომის დროს გამოუხატეს შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს. ვაშინგტონის სამხედრო უწყების ხელმძღვანელი აბუ დაბიში დაგეგმილზე რამდენიმე საათით გვიან ჩაფრინდა, რადგან ტექნიკოსებს მის თვითმფრინავში მექანიკური ხარვეზის გამოსწორება მოუხდათ. ამ დაგვიანების გამო გადაიდო რამსფელდის ვიზიტი ავღანეთში, რაც ასევე დღეისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა, როგორც ვაშინგტონის ოფიციალური წარმომადგენლები იუწყებიან, დონალდ რამსფელდი ავღანეთს ამ დღეებში ესტუმრება.
XS
SM
MD
LG