Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის განცხადებით, მისი ქვეყანა არ აპირებს ერაყში თავისი სამხედრო ბაზების დიდი ხნით დატოვებას.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის განცხადებით, მისი ქვეყანა არ აპირებს ერაყში თავისი სამხედრო ბაზების დიდი ხნით დატოვებას.
ეს განცხადება რამსფელდმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამეთაურო ცენტრში, კატარის დედაქალაქ დოჰაში გააკეთა, სადაც ინტერვიუ მისცა არაბულენოვან ტელეკომპანია "ალ ჯაზირას".
პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, შექმნან გარემო, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რათა ერაყელებმა თავიანთი მთავრობა თვითონვე აირჩიონ. კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად რამსფელდმა მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა დაასახელა. რამსფელდი სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნებში მოგზაურობს და ამ დღეებში ავღანეთსაც ესტუმრება.
XS
SM
MD
LG