Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით


ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ვიეტნამი პირველი ქვეყანაა,

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ვიეტნამი პირველი ქვეყანაა,
რომელიც წარმატებით ებრძვის მწვავე რესპირატორული სინდრომის გავრცელებას. ორგანიზაციის წარმომადგენლის ცნობით, ბოლო 20 დღის მანძილზე ვიეტნამში ხსენებული სენით დაავადების არც ერთი ახალი შემთხვევა არ აღრიცხულა. ამ ავადმყოფობით ვიეტნამში ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გრუ ჰარლემ ბრუნდტლანდმა მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდა, უფრო მჭირდოდ ითანამშრომლონ მწვავე რესპირატორული სინდრომის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. მწვავე რესპირატორული სინდრომით დაავადების პირველი შემთხვევა შარშან, ნოემბერში დაფიქსირდა ჩინეთის გუანდონგის პროვინციაში. მას შემდეგ ჩინეთში ამ სენით გარდაცვლილთა რიცხვმა 139-ს მიაღწია. სულ კი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ამ დაავადებით 350-მდე ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა რიცხვი დაახლოებით 5000-ს აღემატება.
XS
SM
MD
LG