Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ლიდერის, იასირ არაფატის მოძრაობა


პალესტინელთა ლიდერის, იასირ არაფატის მოძრაობა "ფათაჰმა" გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს პალესტინის ავტონომიის ახალ მთავრობას,

პალესტინელთა ლიდერის, იასირ არაფატის მოძრაობა "ფათაჰმა" გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს პალესტინის ავტონომიის ახალ მთავრობას,
რომელიც პრემიერ-მინისტრმა მაჰმუდ აბასმა ჩამოაყალიბა. ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს გამოაცხადა ნაბილ შაათმა, რომელმაც ახალ კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა უნდა დაიკავოს. მიმომხილველთა ვარაუდით, ახალ მთავრობას ავტონომიის პარლამენტი ხვალინდელ სესიაზე დაამტკიცებს. ეს, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის, დაიწყოს ეგრეთ წოდებული "საგზაო რუკის" განხილვა - სამშვიდობო გეგმისა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის შუამავლებმა შეიმუშავეს.
XS
SM
MD
LG