Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ყოველმხრივ დაეხმარება ერაყს დემოკრატიულ ქვეყნად ქცევაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ყოველმხრივ დაეხმარება ერაყს დემოკრატიულ ქვეყნად ქცევაში.
დღეს ბუში მიჩიგანის შტატის ქალაქ დირბორნში ამერიკელი ერაყელების ჯგუფს შეხვდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერაყს შესაძლებლობა მიეცემა, თავისი ლიდერები თვითონვე აირჩიოს, შეერთებული შტატების მხრიდან ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. [ჯორჯ ბუშის ხმა] "ერაყელი ხალხი თვითონ აირჩევს თავის ლიდერებსა და თავის მთავრობას. ამერიკა არ აპირებს, ვინმეს თავს მოახვიოს მმართველობის საკუთარი ფორმა ან საკუთარი კულტურა. მაგრამ ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ახალ მთავრობაში ყველა ერაყელს ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი და დაცული იყოს ყველა მოქალაქის უფლებები." ბუშმა დასძინა, რომ ერაყი ყოველდღიურად მიიწევს წინ დემოკრატიისა და უკეთესი ცხოვრებისკენ.
XS
SM
MD
LG