Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის განცხადებით, პეკინში ამას წინათ გამართულ მოლაპარაკებაზე ჩრდილოეთმა კორეამ თავისი ბირთვული პროგრამების ირგვლივ წარმოშობილი კრიზისის მოგვარების გეგმა წარმოადგენა.

პაუელმა დასძინა, რომ ვაშინგტონი ახლა განიხილავს ფხენიანის წინადადებებს, რომლებიც შეერთებული შტატების მხრიდან არაერთ სერიოზულ დათმობას ითვალისწინებს. სხვა დეტალებზე ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან. ჩრდილოეთი კორეის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზა ვაშინგტონის მიერ ფხენიანის მიმართ მტრულ პოლიტიკაზე უარის თქმაა. დღეს კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ კვლავ უარი განაცხადა, სამხრეთ კორეასთან ერთად განიხილოს თავის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები. ფხენიანში მიმდინარე მოლაპარაკების მეორე დღეს ჩრდილოეთი კორეის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ საკითხზე მხოლოდ აშშ-თან იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG