Accessibility links

logo-print

ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოგვარების გეგმა


ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოგვარების გეგმა, ე.წ. "საგზაო რუკა" დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონს და

ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოგვარების გეგმა, ე.წ. "საგზაო რუკა" დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონს და
პალესტინის ახალ პრემიერ-მინისტრ მაჰმუდ აბასს წარედგინა. "საგზაო რუკა" ითვალისწინებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, პალესტინელ ტერორისტთა საქმიანობის აღკვეთას, პალესტინის ქალაქებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და 2001 წლის შემდეგ შექმნილ ებრაულ დასახლებათა ლიკვიდაციას. სამ წელიწადში პალესტინის დამოუკიდებელის სახელმწიფოს შექმნაა გათვალისწინებული. გეგმა შემუშავდა ახლო აღმოსავლეთის საერთაშორისო სამშვიდობო პროცესის სპონსორების, შეერთებული შტატების, ევროპის კავშირის, რუსეთისა და გაეროს მიერ. ევროპის კომისიის წარმომადგენელმა ემა უდვინმა თქვა, რომ ევროკავშირი ითანამშრომლებს აბასთან, მაგრამ იმედოვნებს, რომ იგი ტერორიზმის აღსაკვეთად საჭირო ნაბიჯებს გადადგამს. [უდვინის ხმა] "ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პალესტინის ხელისუფლება ხელს შეუწყობს სამშვიდობო პროცესს და შეებრძოლება ძალადობასა და ტერორიზმის ისეთ გამოვლინებებს, როგორიცაა, მაგალითად, გუშინ თელ-ავივში მომხდარი აფეთქება. აგრესიულ ექსტრემიზმს ნება არ უნდა მივცეთ, რომ ხელი შეუშალოს პოლიტიკურ პროცესს".
XS
SM
MD
LG