Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიამ პირველად აღიარა ოფიციალურად პასუხისმგებლობა


ლიბიამ პირველად აღიარა ოფიციალურად პასუხისმგებლობა 1988 წელს შოტლანდიის ქალაქ ლოკერბის თავზე ამერიკის ავიალაინერის დაღუპვისთვის.

ლიბიამ პირველად აღიარა ოფიციალურად პასუხისმგებლობა 1988 წელს შოტლანდიის ქალაქ ლოკერბის თავზე ამერიკის ავიალაინერის დაღუპვისთვის.
ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ აბდერაჰმან ჩალგამმა დღეს განაცხადა, რომ ტრიპოლი მზადაა, დაღუპულ 270 ადამიანთაგან ყოველის ნათესავებს გადაუხადოს 10-10 მილიონი დოლარი. მისი სიტყვებით, ლიბიის ხელისუფლებამ შეთანხმებას მიაღწია დასავლელ იურისტთა ჯგუფთან, რომელიც დაზარალებულთა ინტერესებს წარმოადგენს. კომპენსაციის გადახდის საკითხი ლიბიისთვის საერთაშორისო სანქციების შესაძლო მოხსნასთან არის დაკავშირებული. დიდი ბრიტანეთი შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებს მართავს ლიბიის ამ მოულოდნელი განცხადების თაობაზე.
XS
SM
MD
LG