Accessibility links

logo-print

ისრაელის ჯარებმა 12 პალესტინელი მოკლეს


ისრაელის ჯარებმა 12 პალესტინელი მოკლეს ქალაქ ღაზის ერთ-ერთ უბანში ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი პირების ძებნისას.

ისრაელის ჯარებმა 12 პალესტინელი მოკლეს ქალაქ ღაზის ერთ-ერთ უბანში ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი პირების ძებნისას.
12 ადამიანი, მათ შორის ექსტრემისტულ დაჯგუფება "ჰამასის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ორი ბავშვი (2 და 4 წლის ბიჭუნები) დაიღუპნენ ურთიერთსროლის დროს, რომელმაც წუხელ იფეთქა ღაზაში ისრაელის ჯავშანტრანსპორტიორის შეჭრის შემდეგ. კიდევ ორი პალესტინელი დაიღუპა და ორი დაიჭრა ისრაელის ჯარების მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ჰებრონის მახლობლად განხორციელებული ოპერაციის შედეგად. ეს ოპერაციები მოჰყვა გუშინ თელ-ავივში თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილ თავდასხმას, რომელმაც ისრაელის სამი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ქალაქ რამალაჰში კი პალესტინელების ახალი მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრ მაჰმუდ აბასის კაბინეტის წევრებმა დაგმეს ისრაელის სამხედრო ოპერაციები და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდეს, აღკვეთოს ისრაელის ჯარების მოქმედება. ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშები დაგმო გაეროს გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმაც. ამ იერიშებამდე და პალესტინელთა მთავრობის სხდომამდე ერთი დღით ადრე, ანუ ოთხშაბათს, გამოქვეყნდა ახლო აღმოსავლეთის სამშიდობო გეგმა, რომელსაც "საგზაო რუკას" უწოდებენ და რომელიც ითვალისწინებს ისრაელსა და პალესტინელებს შორის ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, როგორც პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნის წინაპირობას.
XS
SM
MD
LG