Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყიდან ხუთშაბათს გავრცელებულ ცნობებში ლაპარაკია


ერაყიდან ხუთშაბათს გავრცელებულ ცნობებში ლაპარაკია ძალადობისა და წესრიგის დარღვევის არაერთ შემთხვევაზე

ერაყიდან ხუთშაბათს გავრცელებულ ცნობებში ლაპარაკია ძალადობისა და წესრიგის დარღვევის არაერთ შემთხვევაზე
მაშინ, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ემზადება ამ ქვეყანაში მსხვილი საბრძოლო მოქმედებების დამთავრებულად გამოსაცხადებლად. ბაღდადში ბენზინის ცისტერნის აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ ცოტა 4 და დაშავდა 30-ზე მეტი ერაყელი. აფეთქება, როგორც ჩანს, შემთხვევით მოხდა: თვითმხილველების თქმით, ბაღდადელები ელექტრომომარაგების განახლებას ზეიმობდნენ -ჰაერში ისროდნენ და ტყვია მოხვდა ბენზინის ცისტერნასაც, რომლითაც საწვავი მიჰქონდათ ბენზინით გასამართ სადგურში. ცენტრალური ერაყის ქალაქ ფალუჯაში კი ძალადობის აქტები გრძელდებოდა. ამერიკელი სამხედროების განცხადებით, 7 ჯარისკაცი დაიჭრა ხელყუმბარებით იერიშის შედეგად. ხელყუმბარები ორმა უცნობმა პირმა შეაგდო შენობაში, რომელშიც ამერიკელი ჯარისკაცები არიან მოთავსებული. ამ ქალაქში გასულ დღეებში, ორშაბათს და ოთხშაბათს სულ ცოტა 16 ერაყელი იქნა მოკლული ანტიამერიკული დემონსტრაციების დროს. იუწყებიან აგრეთვე, რომ ჯორჯ ბუში პარასკევს გამოაცხადებს ერაყში "მსხვილი საბრძოლო ოპერაციების" დამთავრების შესახებ.
XS
SM
MD
LG