Accessibility links

აღმოსავლეთ თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად


აღმოსავლეთ თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 100-მდე და დაშავდა დაახლოებით 450 ადამიანი.

აღმოსავლეთ თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 100-მდე და დაშავდა დაახლოებით 450 ადამიანი.
ამის შესახებ განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიიპ ერდოანმა უმთავრესად ქურთებით დასახლებულ პროვინცია ბინგოლიდან დაბრუნების შემდეგ. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ ბინგოლში რიხტერის სკალაზე 6,4-ს მიაღწია. ასევე ერდოანის თქმით, შენობების ნანგრევებში 200-მდე ადამიანი მოჰყვა - მათი უმრავლესობა ბავშვები, რომელთაც მიწისძვრის დროს სკოლა-ინტერნატში ეძინათ. მაშველებმა უკვე გადაარჩინეს დაახლოებით 70 მოსწავლე. ამასობაში, უცხოეთიდან დახმარების მიწოდება დაიწყეს: თურქეთში საბერძნეთიდან სხვადასხვა აღჭურვილობა, კარვები და საბნები ჩავიდა; ისრაელმა მაშველთა რაზმები გააგზავნა; გერმანიიდან საგანგებოდ გაწვრთნილი ძაღლები ჩაიყვანეს; დახმარება ჩავიდა საფრანგეთიდან და იტალიიდანაც.
XS
SM
MD
LG