Accessibility links

logo-print

დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნა


დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნა მშრომელთა დღე - 1 მაისი.

დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნა მშრომელთა დღე - 1 მაისი.
ის კომუნისტებმა ბაღდადში რამდენიმე ათწლეულის მანძილზე პირველად იზეიმეს. მიტინგის მონაწილეები (რამდენიმე ასეული კაცი) წითელ დროშებს აფრიალებდნენ, ტრანსპარანტებზე გაკეთებული იყო წარწერები "უსაფრთხოება, მშვიდობა, დემოკრატია". უჩვეულო ზეიმი იხილეს კიპროსზეც. იქ, კუნძულის თურქული და ბერძნული ნაწილების გამყოფ საზღვარზე კონტროლის ნაწილობრივი გაუქმებიდან მე-9 დღეს, თურქების პროფკავშირების ხელმძღვანელები ბერძნულ ტერიტორიაზე გადავიდნენ 45 წლის შემდეგ მშრომელთა დღის ერთად აღსანიშნავად. ხოლო კომუნისტურ ჩრდილოეთ კორეაში ხელისუფლების წარმომადგენლებმა მშრომელებს აშშ-თან ომისათვის მზადებისაკენ მოუწოდეს. გერმანიაში კანცლერი გერჰარდ შრიოდერი დაესწრო ქვეყნის მთავარ საპირველმაისო დემონსტრაციას, რომელზეც ფრანკფურტის მახლობლად დაახლოებით 7 000 ადამიანი შეიკრიბა. მან თავისი, უთანხმოების გამომწვევი ეკონომიკური პოლიტიკის დაცვა სცადა, მაგრამ მისი გამოსვლა დემონსტრანტების ხმაურმა ჩაახშო. ჩვენი რადიოს შტაბ-ბინის ადგილსამყოფელ პრაღაში კი კომუნისტების მომხრე 10 000-მდე ადამიანი, უმეტესწილად ხანდაზმულები შეიკრიბნენ. კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელებმა დაგმეს ომი ერაყში, უმუშევრობა და ევროკავშირი. რაც შეეხება პირველ მაისს საქართველოში - ამის შესახებ დაწვრილებით გიამბობთ დღეს თბილისიდან მიღებულ რეპორტაჟში.
XS
SM
MD
LG