Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა დამთავრებულად გამოაცხადა "მსხვილი საბრძოლო მოქმედებები" ავღანეთში

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა დამთავრებულად გამოაცხადა "მსხვილი საბრძოლო მოქმედებები" ავღანეთში
და აღნიშნა, რომ აშშ-ის ყურადღების ცენტრში ახლა ქვეყნის სტაბილიზაცია და რეკონსტრუქცია დგას. [დონალდ რამსფელდის ხმა] "ჩვენ იმ ეტაპზე ვდგავართ, როცა უკანა გვაქვს მოტოვებული მსხვილი საბრძოლო მოქმედებები და სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოებზე გადავდივართ". რამსფელდმა ამ საკითხზე ისაუბრა ქაბულში, პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან ერთობლივი პრეს-კონფერენციის დროს. ხოლო კარზაის თქმით, კიდევ დიდი სამუშაოა გასაწევი ქვეყანაში უშიშროების უზრუნველსაყოფად, თუმცა დიდი წინსვლაა მიღწეული თალიბანის რეჟიმის დამხობისა და ახალი მთავრობის შექმნის შემდეგ. რამსფელდი ქაბულში ქუვეითიდან ჩავიდა მას შემდეგ, რაც ერთი კვირა დაჰყო ერაყსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
XS
SM
MD
LG