Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ისრაელსა და პალესტინელების ხელმძღვანელობას მოუწოდა, დაიწყონ მოლაპარაკება ახალი სამშვიდობო გეგმის თაობაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ისრაელსა და პალესტინელების ხელმძღვანელობას მოუწოდა, დაიწყონ მოლაპარაკება ახალი სამშვიდობო გეგმის თაობაზე.
როგორც პაუელმა ხუთშაბათს მადრიდში ჩასვლის შემდეგ აღნიშნა, დიდი სამუშაოა გასაწევი "საგზაო რუკად" წოდებული სამშვიდობო გეგმის განსახორციელებლად. ეს გეგმა ოთხშაბათს გადასცეს ისრაელსა და პალესტინელებს. პაუელის თქმით: [კოლინ პაუელის ხმა] "საჭიროა წინსვლის მიღწევა "საგზაო რუკასთან" დაკავშირებით. საჭიროა ორივე მხარის მონაწილეობა დიალოგში, საჭიროა, ბოლო მოეღოს ტერორს და ძალადობას ისრაელის მხრივაც". პაუელის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ისრაელსა და პალესტინელებს მოუწოდა "ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მშვიდობის გზაზე დაბრუნებისაკენ". პაუელი მადრიდში იმყოფება ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასა და ომის შემდგომი ერაყის პოლიტიკურ მომავალზე მოსალაპარაკებლად. ესპანეთიდან ის ალბანეთს, შემდეგ კი სირიასა და ლიბანს მიაშურებს.
XS
SM
MD
LG