Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩენი ლტოლვილები იმედოვნებენ, რომ ჩეხეთში პოლონეთზე უკეთესი ცხოვრება ექნებათ


აპრილის შუა რიცხვებში ასობით ჩეჩენი ლტოლვილი, რომელმაც თავისი ბედი მანამდე პოლონეთში ეძია, მოადგა ჩეხეთის საზღვარს იმ იმედით, რომ აქ მეტი შანსი აქვს თავშესაფარი მიიღოს.

ამან ორივე ქვეყნის ხელისუფლებას თავსატეხი გაუჩინა.

ჩეჩენი ლტოლვილების პრობლემა სხვა, უფრო გლობალური კონფლიქტების ჩრდილში მოექცა და, ამასთან, ის ძალა, რომელიც მათი თანამემამულეების ამბოხს სისხლში ახშობს, ყველანაირად ცდილობს დაფაროს თავისი ნამოქმედარი. ცნობილია, რომ პოლონეთში საკმაო რაოდენობის ჩეჩენმა ლტოლვილმა მოახერხა ჩასვლა და იქ ელოდნენ თავშესაფარს. ახლა, როგორც ითქვა, მათი ნაწილი ჩეხეთის საზღვარს მოადგა და აქ უკეთესი პირობების მოლოდინშია. ჩვენი კორესპონდენტი ერთ-ერთ მათგანს, რომელმაც თავი ჰავაჟიდ წარმოადგინა ჰქითხა, თუ რა არის პოლონეთიდან მათი წამოსვლის მიზეზი:
[ჰავაჟის ხმა]
"პოლონელები კეთილი ხალხია, ნორმალურად გვეპყრობოდნენ. იქიდან იმან წამომიყვანა, რომ არ იყო მკურნალობის საშუალება და არ იყო სწავლის შესაძლებლობა".

ჰავაჟი ერთ-ერთია იმ 600 ჩეჩნიდან, რომლებიც პოლონეთიდან წამოვიდნენ და ჩეხეთში შეიტანეს განცხადება თავშესაფრის მოთხოვნით. პოლონეთში მათ ანალოგიური განცხადება შეტენილი ჰქონდათ, მაგრამ არც "ჰოს" ეუბნებოდნენ და არც "არას". ჩეხეთში, ფიქრობენ ისინი, ლტოლვილის ოფიციალური სტატუსის მოპოვების უკეთესი შანსები აქვთ. ჩეჩენი ლტოლვილები საზღვართან მდებარე ბანაკში დაასახლეს. როგორც ბანაკის თანამშრომელმა უთხრა ჩვენს კორესპონდენტს, იქ ახლა ტევა არ არის. გასულ კვირაში ჩეხეთის და პოლონეთის შინაგან საქმეთა უწყებების ოფიციალური წარმომადგენები შეხვდნენ ერთმანეთს, რათა ეს თემა განეხილათ და ინფორმაცია გაეცვალათ. პოლონელები უარყოფენ, რომ მათ ლტოლვილთა ბანაკებში ცუდი პირობებია. მათმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ჩეჩნების პოლონეთიდან წასვლის მიზეზი სხვაა, კერძოდ ის, რომ მათ ჩეხეთში უკეთესი სტატუსის, მეტი შეღავათის და გაუმჯობესებული ფინანსური დახმარების მიღების იმედი აქვთ. ევროპის კავშირის გამოცდილება აჩვენებს, რომ ლტოლვილთა მთლიანი მასა, რომელიც იქ ჩადის თავშესაფრის საძებნელად, არ აკმაყოფილებს ჟენევის ლტოლვილთა კონვენციის პირობას, რომლის მიხედვით, ლტოლვილად შეიძლება ის პირი იქნეს აღიარებული, რომელსაც რასობრივი, ეროვნული, რელიგიური, პოლიტიკურ ან სხვა გაერთიანების წევრობის გამო აშკარა დევნა ემუქრება. ევროპის ქვეყნების უმეტესობა ჰუმანიტარული მოსაზრებით მაინც იტოვებს მათაც, ვისაც არ სდევნიან. ამ ეტაპზე, ჩეჩნებს, პოლონეთში ან რუსეთში უკან გაბრუნება არ ემუქრებათ. ჩეხეთის კარონით, თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადება განხილულ უნდა იქნეს. მაგრამ ეს ასე აღარ იქნება, როცა პოლონეთი და ჩეხეთი ევროკავშირს შეუერთდებიან. კავშირში მოქმედებს შემდეგ წესი: თუკი რომელიმე პირს განცხადება თავშესაფრის მოთხოვნით შეაქვს ერთ ქვეყანაში, მას აღარ შეუძლია სხვა სახელმწფიოს მიადგეს და იქაც იგივე მოითხოვოს. ის, ასეთ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უკან იქნება გაგზავნილი. ავსტრიის ზალცბურგის უნივერსიტეტის ლოტოლვილთა საკითხების ეტქსპერტმა ულრიკე ბრანდლმა განგვიმარტა:
[ბრანდლის ხმა]
"ჩვეულებრივ, არ შეიძლება, როცა უარს მიიღებ რომელიმე სახელმწიფოში, თავშესაფარი ეძებო სხვა ქვეყანაში. მაგალითად, როცა ვინმეს გერმანიაში უარს ეტყვიან ლტოლვილის სტატუსზე, ის კი შემდეგ საფრანგეთში წავა და იქ შეეცდება მის მიღებას, უკან გააბრუნებენ გერმანიაში".

წამყვანი: ჩეხებიც იმავეს უნდა აკეთებნდნენ ჩეჩნების მიმართ. ჩეხეთს აქვს ეგრეთწოდებული "მესამე უფსაფრთხო ქვეყნის" შესახებ კანონი, რომელიც განცხადების უარყოფას ითვალისწინებს, როცა მოქალაქე უკვე შეეცადა სხვა უსაფრთხო ქვეყანაში სტატუსის მიღებას. მაგრამ, თხოვნა მაინც მოსმენილი და განხილული უნდა იქნეს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG