Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი 2 მაისს სირიის დედაქალაქში ჩავიდა, სადაც ამ ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდება. მათი საუბრის მთავარი თემა ახლო აღმოსავლეთისა და

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი 2 მაისს სირიის დედაქალაქში ჩავიდა, სადაც ამ ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდება. მათი საუბრის მთავარი თემა ახლო აღმოსავლეთისა და
ერაყის საკითხები იქნება. მანამდე კი კოლინ პაუელმა ტირანაში მოკლეხნიანი ვიზიტის დროს ალბანეთის, ხორვატიისა და მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას რომელსაც "ადრიატიკის ქარტია" ეწოდა. დოკუმენტი თითოეულ მონაწილე ქვეყანას რეფორმების, კერძოდ კი - დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნის, საბაზრო ეკონომიკის ხელშეწყობის, სამხედრო ძალების ნატოს სტანდარტებთან შესატყვისობაში მოყვანისა და კორუფციასთან და დამნაშავეობასთან ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. კოლინ პაუელმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ალბანეთის მიმართ სადამ ჰუსეინის დამხობის პროცესში შეერთებული შტატების მხარდაჭერის გამო.
XS
SM
MD
LG