Accessibility links

საბერძნეთში მეორე დღეა გრძელდება ევროკავშირის


საბერძნეთში მეორე დღეა გრძელდება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირი.

საბერძნეთში მეორე დღეა გრძელდება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირი.
თათბირის მონაწილეებმა დღევანდელ სხდომაზე ევროკავშირისა და აშშ-ის მომავალ ურთიერთობაზე იმსჯელეს ერაყში საომარ მოქმედებათა დამთავრებასთან დაკავშირებით. განხილულ იქნა ასევე შეერთებული შტატების წინადადება ერაყში მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესახებ. ევროპის არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის იტალიამ, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა და დანიამ უკვე გამოთქვეს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის სურვილი. დღევანდელ სხდომას საბერძნეთის კუნძულ კასტელრიზოზე, ესწრებოდნენ რუმინეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც; ქვეყნებისა, რომლებიფ სულ მალე გაწევრიანდებიან ევროკავშირში.
XS
SM
MD
LG