Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მთავარი ოპონენტები ერაყის საკითხში


აშშ-ის მთავარი ოპონენტები ერაყის საკითხში - საფრანგეთი და გერმანია

აშშ-ის მთავარი ოპონენტები ერაყის საკითხში - საფრანგეთი და გერმანია
- ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე შეხვდნენ ვაშინგტონის გეგმას, რომელიც ერაყში ვითარების სტაბილიზაციას ითვალისწინებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა კვლავ განაცხადა, რომ ერაყის აღდგენაში წამყვანი როლი გაეროს უნდა დაეკისროს. ხსენებული გეგმა ერაყის ტერიტორიის დაყოფას ითვალისწინებს სამ ზონად, რომლებიც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის კონტროლს დაექვემდებარება. ერაყში, შესაძლოა ამ თვის ბოლოს, მრავალეროვანი ძალები განთავსდეს. როგორც შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, დანიამ, ნიდერლანდებმა, იტალიამ, ესპანეთმა, უკრაინამ და ბულგარეთმა უკვე გამოთქვეს მზადყოფნა სამხედრო მოსამსახურეები გააგზავნონ ერაყში.
XS
SM
MD
LG