Accessibility links

logo-print

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში თითქმის


მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში თითქმის მთლიანად შეწყდა საომარი მოქმედებები, ერაყში გრძელდება მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში თითქმის მთლიანად შეწყდა საომარი მოქმედებები, ერაყში გრძელდება მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი.
ამის შესახებ დღეს განაცხადა ბაღდადში გაეროს მისიის ხელმძღვანელმა რამირო ლოპეს და სილვამ. მისი მონაცემებით, მოსახლეობის ორი მესამედი ერაყში, ჰუმანიტარულ დახმარებაზეა მთლიანად დამოკიდებული, მრავალი ადამიანი შიმშილობს; ბევრს დღემდე არ მიეწოდება დენი. კვლავაც სახიფათოა ბაღდადში ცხოვრება. ქალაქის პოლიციის ახალი უფროსი ზუჰაირ აბდულ რაზაქ ალ-ნაიმი, ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან ათი დღის შემდეგ, შაბათს გადადგა. ერაყის ხუთი პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა, დღეს ბაღდადში, დროებითი მთავრობის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
XS
SM
MD
LG