Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ კვაშნევსკიმ დაადასტურა


პოლონეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ კვაშნევსკიმ დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა სათავეში ჩაუდგება

პოლონეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ კვაშნევსკიმ დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა სათავეში ჩაუდგება
საერთაშორისო სამხედრო ძალებს ერაყის ერთ-ერთ ზონაში. სულ ერაყის ტერიტორია სამ ზონად დაიყოფა და საერთაშორისო სამხედრო ძალებს თითოეულ მათგანში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე ზრუნვა დაევალება. კვაშნევსკის თქმით, პოლონეთი პასუხისმგებელი იქნება სტაბილური ვითარების შენარჩუნებაზე ჩრდილოეთ ერაყში. დანარჩენ ორ ზონას შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი გააკონტროლებენ. ვაშინგტონის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, ერაყში საერთაშორისო სამხედრო ძალების განთავსება უკვე მაისის მიწურულისთვის გახდება შესაძლებელი. ერაყში თავიანთ სამხედრო კონტინგენტებს გაგზავნიან ბულგარეთი, დანია, ესპანეთი, იტალია, ნიდერლანდები და უკრაინა.
XS
SM
MD
LG