Accessibility links

logo-print

მაღალი რანგის ამერიკელმა დიპლომატმა უილიამ


მაღალი რანგის ამერიკელმა დიპლომატმა უილიამ ბერნსმა დღეს ისრაელის ხელმძღვანელობას სირიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის,

მაღალი რანგის ამერიკელმა დიპლომატმა უილიამ ბერნსმა დღეს ისრაელის ხელმძღვანელობას სირიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის,
კოლინ პაუელის ვიზიტის შედეგები მოახსენა. გუშინ პაუელი დამასკში შეხვდა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ ასადს. შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ სირიამ დაიწყო ბრძოლა მის ტერიტორიაზე მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ. ამასთანავე, სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ სირიამ ამ მიმართულებით კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგას და გაითვალისწინოს რეგიონში მომხდარი ცვლილებები: ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა და ისრაელისა და პალესტინელთა კონფლიქტის მოგვარების მიზნით შემუშავებული სამშვიდობო გეგმის გამოქვეყნება. "გზამკვლევად" წოდებული ეს გეგმა კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეებს ოთხშაბათს გადაეცათ. მომავალი კვირისთვის დაგეგმილია კოლინ პაუელის სტუმრობა ისრაელში.
XS
SM
MD
LG