Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ


რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ, მადრიდის ცენტრში, ღია ცის ქვეშ გამართულ მესაზე,

რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ, მადრიდის ცენტრში, ღია ცის ქვეშ გამართულ მესაზე,
წმინდანებად შერაცხა მეოცე საუკუნის ხუთი ესპანელი სასულიერო მოღვაწე. ახალ წმინდანთა შორის სამი მონაზონი და ორი მღვდელია. ერთ-ერთი მათგანი, პედრო პოვედა კასტროვერდე, 30-იანი წლების მიწურულს, სამოქალაქო ომის დროს, სიკვდილით დასაჯეს რესპუბლიკელებმა. ღვთისმსახურებას მილიონამდე მორწმუნე ესწრებოდა, მათ შორის ადამიანები, რომელთა მტკიცებით, კანონიზებულ სასულიერო პირთა მისამართით აღვლენილ ლოცვას მათი სასწაულებრივი განკურნება მოჰყვა. რომის კათოლიკური ეკლესიის წესის თანახმად, იმისთვის, რათა ესა თუ ის მოღვაწე წმინდანად შერაცხონ, აუცილებელია, არსებობდეს სასწაულმოქმედების მტკიცებულება. მესას დაესწრნენ ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი და დედოფალი სოფია, აგრეთვე პრემიერ-მინისტრი ხოსე მარია ასნარი. საღამოს, სამეფო ოჯახთან აუდიენციის შემდეგ, იოანე პავლე მეორე მადრიდიდან რომში გაფრინდა.
XS
SM
MD
LG