Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს განზრახული


ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს განზრახული აქვს, სათავეში ჩაუდგეს დელეგაციას, რომელიც მოლაპარაკებას გამართავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს განზრახული აქვს, სათავეში ჩაუდგეს დელეგაციას, რომელიც მოლაპარაკებას გამართავს
პალესტინელებთან. შარონი აპირებს, კავშირი დაამყაროს პალესტინელთა ავტონომიის ახალ პრემიერ-მინისტრთან მაჰმუდ აბასთან. აბასის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ისრაელისა და პალესტინელების მოლაპარაკებისთვის - განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის ახალი სამშვიდობო გეგმის გამოქვეყნების შემდეგ, როცა მოლაპარაკება უნდა განახლდეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უილიამ ბერნსმა დღეს ისრაელს მოუწოდა, შეასუსტოს ზეწოლა პალესტინელთა ავტონომიის ლიდერებზე, რათა ამ უკანასკნელებს საშუალება მიეცეთ, თვითონ თქვან უარი ძალადობაზე.
XS
SM
MD
LG