Accessibility links

logo-print

ერაყის გარდამავალი მთავრობა შეიძლება მაისის


ერაყის გარდამავალი მთავრობა შეიძლება მაისის თვეში უკვე შეიქმნას, ეს დღეს განაცხადა ერაყის სამოქალაქო ხელისუფლების ამერიკელმა ხელმძღვანელმა ჯეი გარნერმა.

ერაყის გარდამავალი მთავრობა შეიძლება მაისის თვეში უკვე შეიქმნას, ეს დღეს განაცხადა ერაყის სამოქალაქო ხელისუფლების ამერიკელმა ხელმძღვანელმა ჯეი გარნერმა.
გარნერის თქმით, ჩამოყალიბდება ახალი ხელისუფლების ბირთვი, რომელშიც 9 კაცი შევა, სხვადასხვა პარტიის, ეთნიკური, რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები. ქალაქ მოსულში დღეს მუშაობას შეუდგა ქალაქის ახალი მთავრობა, მასში ყველა ეთნიკური თემის წარმომადგენლები არაბები, ქურთები, ასირიელები და თურქმენები შევიდნენ. დღესვე ბაღდადში 12 წლიანი შესვენების შემდეგ განაახლა მუშაობა ბრიტანეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ. მისი ხელმძღვანელია ქრისტოფერ სიგარი, რომელიც საელჩოში მუშაობდა 1991 წელს მის დახურვამდე.
XS
SM
MD
LG