Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა ჯონ ეშკროფტმა


აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა ჯონ ეშკროფტმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ერაყში დატაცებული

აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა ჯონ ეშკროფტმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ერაყში დატაცებული
კულტურული ფასეულობების ძებნაში. საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას, ეშკროფტმა აღნიშნა, რომ მაროდიორების მოქმედებებს კრიმინალური დაჯგუფებები წარმართავდნენ. [ჯონ ეშკროფტის ხმა] "ერაყის მემკვიდრეობის დატაცება კანონის დარღვევაა. ეს არის ერაყელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფა. ეს არის ცივილიზაციის ფასეულობებზე თავდასხმა. ეს არის თავდასხმა ფასეულობებზე, რომელსაც ყოველი ჩვენგანი იზიარებს." ჯონ ეშკფროფტი მონაწილეობს ლიონში მიმდინარე ორდღიან კონფერენციაში, რომელიც ინტერპოლმა მოაწყო. ექსპერტები და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები განიხილავენ ბაღდადისა და ერაყის სხვა ქალაქების მუზეუმებიდან დატაცებული ფასდაუდებელი ნივთების მოძიებისა და მუზეუმებში დაბრუნების გზებს.
XS
SM
MD
LG