Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში დღეს ანტიამერიკული დემონსტრაცია გაიმართა.


ქაბულში დღეს ანტიამერიკული დემონსტრაცია გაიმართა. აქციის რამდენიმე ასეულმა მონაწილემ პროტესტი გამოთქვა

ქაბულში დღეს ანტიამერიკული დემონსტრაცია გაიმართა. აქციის რამდენიმე ასეულმა მონაწილემ პროტესტი გამოთქვა
ეკონომიკის აღდგენის ნელი ტემპის, ხელფასების გადაუხდელობის ან დაგვიანებით გადახდის, უსაფრთხოების დაბალი ხარისხის გამო. გაისმოდა მოწოდებები, ავღანეთიდან გაყვანილ იქნეს უსაფრთხოების საერთაშორისო ძალები, რომელსაც სათავეში შეერთებული შტატები უდგას. დემონსტრაცია მოაწყო დაჯგუფებამ სახელწოდებით "სამეცნიერო ცენტრი", რომელსაც ავღანეთში ცნობილი წინასწარმეტყველი მოჰამედ სედიკი ხელმძღვანელობს. ქაბულში ამჟამად 4500 მშვიდობისდამცველი იმყოფება, მაგრამ პროვინციებში მომუშავე ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები უსაფრთხოების არასაკმარის ხარისხს უჩივიან.
XS
SM
MD
LG