Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებს


ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებს განიხილავენ 14 მაისს,

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებს განიხილავენ 14 მაისს,
თბილისში ნატოს გენერალური მდივნის ჯორჯ რობერტსონის სტუმრობის დროს. ნატოში საქართველოს ელჩზე, დავით დონდუაზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება, რომ ჯორჯ რობერტსონი პირადად გაეცნობა ალიანსის წევრობის მსურველ საქართველოში და, მთლიანად, სამხრეთ კავკასიაში შექმნილ სიტუაციას. ელჩის თქმით, თბილისში დაგეგმილ შეხვედრებზე დეტალურად განიხილავენ ნატოსთან ინდივიდუალურად თანამშრომლობის პროგრამის ვარიანტს, რომელზე მუშაობასაც საქართველოს მხარე უახლოეს დღეებში დაასრულებს. დონდუას აზრით, ჯორჯ რობერტსონის ვიზიტი ხელს შეუწყობს თბილისში ნატოს სამხრეთი კავკასიის წარმომადგენლობის გახსნას.
XS
SM
MD
LG