Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა მესაზღვრეებმა დააკავეს თურქეთის დროშით


ქართველმა მესაზღვრეებმა დააკავეს თურქეთის დროშით მცურავი ტანკერი.

ქართველმა მესაზღვრეებმა დააკავეს თურქეთის დროშით მცურავი ტანკერი.
ამის შესახებ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსი იტყობინება. ამავე ცნობის თანახმად, ტანკერი "სევე" სასაზღვრო დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს საზღვაო დივიზიონის მიერ იქნა დაკავებული სახელმწიფო საზღვაო საზღვრის უკანონოდ გადალახვისა და ნაოსნობის წესების დარღვევისთვის. მსგავსი დარღვევები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ითვალისწინებს ჯარიმას 50-დან 200 ათას ლარამდე ოდენობით. აღნიშნულის შესახებ თურქეთის გემის კაპიტანს შესაბამისი დადგენილება გადაეცა.
XS
SM
MD
LG