Accessibility links

logo-print

პოლონეთმა ევროპის ქვეყნებს - მათ


პოლონეთმა ევროპის ქვეყნებს - მათ შორის ერაყში ომის მოწინააღმდეგე გერმანიას - მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ სამშვიდობო მისიაში,

პოლონეთმა ევროპის ქვეყნებს - მათ შორის ერაყში ომის მოწინააღმდეგე გერმანიას - მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ სამშვიდობო მისიაში,
რომლის მიზანი ერაყში სტაბილური ვითარების დამყარებაა. ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, კოლინ პაუელთან მოლაპარაკების შემდეგ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლოძიმეჟ ჩიმოშევიჩმა განაცხადა: [ვლოძიმეჟ ჩიმოშევიჩის ხმა] "აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი უცხოელი პარტნიორი მოვიზიდოთ ერაყში ჩვენთან თანამშრომლობისთვის. პოლონეთი ამით უაღრესად დაინტერესებულია. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტმა ევროპელმა პარტნიორმა ითანაშმრომლოს ჩვენთან." ასეთივე შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ეჟი შმაიძინსკიმაც, რომლის აზრით, ამ ქვეყნის სამხედრო კონტინგენტში, რომელსაც ერაყის ერთ-ერთი ზონის კონტროლი დაევალა, უნდა შევიდნენ გერმანელი და დანიელი სამხედრო მოსამსახურეები. მინისტრმა განაცხადა, რომ პოლონეთი მზად არის, 1500 სამხედრო მოსამსახურე გაგზავნოს ერაყში, მაგრამ სტაბილიზაციის მიზნით დაგეგმილი ოპერაციის განსახორციელებლად აშშ-ის ფინანსური დახმარება ესაჭიროება. სულ ერაყის ტერიტორია სამ ზონად დაიყოფა და საერთაშორისო სამხედრო ძალებს თითოეულ მათგანში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე ზრუნვა დაევალება. პოლონეთი პასუხისმგებელი იქნება სტაბილური ვითარების შენარჩუნებაზე ჩრდილოეთ ერაყში. დანარჩენ ორ ზონას შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი გააკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG