Accessibility links

logo-print

ჩინეთის ხელისუფლებამ დღეს მწვავე რესპირატორული


ჩინეთის ხელისუფლებამ დღეს მწვავე რესპირატორული სინდრომით გარდაცვალების კიდევ რვა შემთხვევისა

ჩინეთის ხელისუფლებამ დღეს მწვავე რესპირატორული სინდრომით გარდაცვალების კიდევ რვა შემთხვევისა
და ამ სენით დაავადების 138 ახალი შემთხვევის შესახებ გამოაცხადა. ამრიგად, ჩინეთში ხსენებული დაავადებით გარდაცვლილთა რიცხვი 200-ს აღემატება. ექვსი სასიკვდილო შემთხვევა აღირიცხა ჰონკონგში. დღეს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა გრუ ჰარლემ ბრუნდტლანდმა განაცხადა, რომ ჩინეთში დაავადების გავრცელებას ჯერ არ მიუღწევია პიკისთვის და ამიტომ ნაადრევია იმაზე საუბარი, თითქოს ეპიდემიის მასშტაბი მცირდებოდეს. მართალია, დაავადებათა რიცხვმა იკლო კანადაში, ხოლო ვიეტნამში ახალი შემთხვევები საერთოდ აღარ დაფიქსირებულა, მაგრამ სამაგიეროდ, ჰონკონგსა და ჩინეთში კვლავინდებურად სერიოზული ვითარებაა. მწვავე რესპირატორული სინდრომით დაავადების პირველი შემთხვევა შარშან, ნოემბერში დაფიქსირდა ჩინეთის გუანდონგის პროვინციაში. მას შემდეგ ამ სენით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 479 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა რიცხვი 7000-ს აღემატება.
XS
SM
MD
LG