Accessibility links

logo-print

პალესტინელთა ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრმა მაჰმუდ აბასმა


პალესტინელთა ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრმა მაჰმუდ აბასმა უარყო ისრაელის მიერ სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებისთვის

პალესტინელთა ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრმა მაჰმუდ აბასმა უარყო ისრაელის მიერ სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებისთვის
წამოყენებული პირობები. გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუში აბასმა განაცხადა, რომ პალესტინელები უარს არ იტყვიან მოთხოვნაზე, მათს ტერიტორიაზე დაბრუნებულ იქნენ იქიდან გაძევებული პალესტინელები და მათი შთამომავლები - სულ ოთხ მილიონამდე ადამიანი. მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა, რადიოთი გამოსვლისას, განაცხადა, რომ პალესტინელთა ხსენებული მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა ისრაელის მოსპობის ცდა, და ისრაელის მთავრობა ამას არასოდეს დაყაბულდება. "გზამკვლევად" წოდებული სამშვიდობო გეგმა, რომლის ავტორები არიან შეერთებული შტატები, რუსეთი, ევროპის კავშირი და გაერო, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს მოლაპარაკების დაწყებას პალესტინელი ლტოლვილების დაბრუნების თემაზე. დღეს ღაზის სექტორში, სროლის შედეგად, შემთხვევით დაიღუპა პალესტინელი ბავშვი. დღესვე, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ნაბლუსში მოკლეს ექსტრემისტული დაჯგუფება "ჰამასის" აქტივისტი ამინ ფადელი.
XS
SM
MD
LG