Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ფრაქცია "დემოკრატების" წევრი


პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ფრაქცია "დემოკრატების" წევრი ელდარ შენგელაია ცხინვალის რეგიონის პრობლემების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ფრაქცია "დემოკრატების" წევრი ელდარ შენგელაია ცხინვალის რეგიონის პრობლემების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა.
პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას, ელდარ შენგელაიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, ამ კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნოს მცხეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ხატიძე, რომელიც რამდენიმე წლის წინათ პრეზიდენტის რწმუნებული იყო შიდა ქართლში. გადადგომის მიზეზებზე საუბრისას შენგელაიამ განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში ვითარების გაუმჯობესებისთვის წლიდან წლამდე არაფერი კეთდება. იგი იმედოვნებს, რომ მთავრობას კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომით მაინც მიაქცევინებს ყურადღებას ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.
XS
SM
MD
LG