Accessibility links

logo-print

ევროპის ქვეყნები ერაყში თავიანთი სამხედრო


ევროპის ქვეყნები ერაყში თავიანთი სამხედრო მოსამსახურეების გასაგზავნად ემზადებიან.

ევროპის ქვეყნები ერაყში თავიანთი სამხედრო მოსამსახურეების გასაგზავნად ემზადებიან.
საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის შემადგენლობაში თავიანთი სამხედროების ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღეს იტალიამ, დანიამ, ბულგარეთმა, აზერბაიჯანმა და ესტონეთმა. ერაყის ტერიტორია სამ ზონად დაიყოფა და საერთაშორისო სამხედრო ძალებს თითოეულ მათგანში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე ზრუნვა დაევალება. ამ ზონებში სტაბილური ვითარების შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი იქნებიან შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი. გერმანიამ დღეს დაადასტურა, რომ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობას არ აპირებს. დღესვე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ დე ვილპენმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სამშვიდობო ძალებმა ერაყში გაეროს ეგიდით უნდა იმოქმედოს, ხოლო ამერიკელებით დაკომპლექტებული დროებითი ადმინისტრაცია გაეროს ადმინისტრაციით უნდა შეიცვალოს.
XS
SM
MD
LG