Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ვენ ძიაბაომ განაცხადა, რომ ჩინეთის ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ვენ ძიაბაომ განაცხადა, რომ ჩინეთის ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდება
მწვავე რესპირატორული სინდრომის ეპიდემიას, თუ ეს დაავადება სოფლის რეგიონებსაც მოედო. ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში პრემიერმა აღნიშნა, რომ სოფლის სამედიცინო დაწესებულებებს არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა და არ ჰყავთ საკმარისი რაოდენობის სპეციალისტები ატიპურ პნევმონიასთან საბრძოლველად. გუშინ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ჩინეთში დაავადების გავრცელებაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მასშტაბს მიიღებს ამ სენის ეპიდემია მთელს მსოფლიოში. დღეს ჩინეთმა ატიპური პნევმონიით გარდაცვალების კიდევ ხუთი შემთხვევისა და ამ სენით დაავადების 159 ახალი შემთხვევის შესახებ გამოაცხადა. ამრიგად, ჩინეთში ხსენებული დაავადებით გარდაცვლილთა რიცხვმა 219 შეადგინა. მწვავე რესპირატორული სინდრომით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 500-მდე ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა რაოდენობა 7000-ს აღწევს. დღეს აშშ-მა საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურების თანამშრომლებს ნება დართო, ძალით დააკავონ მგზავრები, რომლებსაც ატიპური პნევმონიის ან მის მსგავს სიმპტომებს აღმოუჩენენ. ატიპური პნევმონიის გავრცელების აღსაკვეთად სათანადო ზომებს იღებს საქართველოც. როგორც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მან საზღვარზე სანიტარული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის გამკაცრების ბრძანება გასცა. მინისტრის თქმით, იმ ქვეყნებიდან, სადაც ხსენებული ვირუსია დაფიქსირებული, საქართველოში ბოლო დროს 100-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა, რომლებზეც დაწესებულია სპეციალური ეპიდემიოლოგიური კონტროლი.
XS
SM
MD
LG