Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ არმიტეჯმა დღეს ისლამაბადში გამართა მოლაპარაკებები, რომელიც მიმართულია ინდოეთსა და პაკისტანს შორის

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ არმიტეჯმა დღეს ისლამაბადში გამართა მოლაპარაკებები, რომელიც მიმართულია ინდოეთსა და პაკისტანს შორის
ურთიერთობებში დაძაბულობის შესუსტებისკენ. დელი პაკისტანს ქაშმირის ინდოეთის ნაწილში მებრძოლების გაგზავნაში სდებს ბრალს. ისლამაბადი ამტკიცებს, რომ მხოლოდ პოლიტიკურად და მორალურად უჭერს მხარს, მისი სიტყვებით, "თავისუფლებისთვის მებრძოლებს". მაგრამ გასულ კვირაში ორი სახელმწიფოს მეთაურებს შორის გაიმართა სატელეფონო საუბარი, რის შედეგადაც ინდოეთმა პაკისტანთან ელჩების დონეზე აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობები. არმიტეჯმა ისრამაბადში გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ შეერთებული შტატები არც ინდოეთის და არც პაკისტანის დადანაშაულებას არ აპირებს ქაშმირის კონფლიქტის გამო. დღეს ინდოეთმა უარყო პაკისტანის წინადადება, უარი თქვას ბირთვულ იარაღზე.
XS
SM
MD
LG