Accessibility links

logo-print

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ


საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ იძებნება ტერორისტული ორგანიზაციის 19 წევრი, რომლებიც აფეთქების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილი.

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ იძებნება ტერორისტული ორგანიზაციის 19 წევრი, რომლებიც აფეთქების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილი.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, პრინცი ნაეფ ბინ აბდულ აზიზი იტყობინება, გუშინ ქვეყნის დედაქალაქ რიადში აღმოაჩინეს იარაღის მსხვილი სამალავი, რომელიც ამ ორგანიზაციას ეკუთვნოდა. მინისტრის სიტყვებით, ყველა ძებნილი უცხოელია, როგორც ჩანს, ავღანელები. ადრე იტყობინებოდნენ, რომ 17 მათგანი საუდის არაბეთის მოქალაქეა, დანარჩენები ერაყისა და იემენის მკვიდრნი. ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ტერორისტების მოძებნას, დაწესდა 80 ათასი დოლარის ოდენობის ჯილდო.
XS
SM
MD
LG