Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს განზრახული აქვს სუუამის ქვეყნებს


აშშ-ს განზრახული აქვს სუუამის ქვეყნებს - საქართველოს, უკრაინას, უზბეკეთს, აზერბაიჯანსა და მოლდავეთს - გრანტის სახით 46 მილიონი დოლარი გამოუყოს რეგიონული თანამშრომლობის პროექტების რეალიზაციისათვის.

აშშ-ს განზრახული აქვს სუუამის ქვეყნებს - საქართველოს, უკრაინას, უზბეკეთს, აზერბაიჯანსა და მოლდავეთს - გრანტის სახით 46 მილიონი დოლარი გამოუყოს რეგიონული თანამშრომლობის პროექტების რეალიზაციისათვის.
ამის შესახებ პრაიმ-ნიუსის სააგენტო იტყობინება. სააგენტოს მოჰყავს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვილაიათ გულიევის სიტყვები იმის თაობაზე, რომ შეერთებულ შტატებს უკვე წარედგინა რეგიონული თანამშრომლობის რამდენიმე პროექტი და ისინი ამჟამად განხილვის სტადიაშია. 19-20 მაისს თბილისში გაიმართება სუუამის ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა სიხარულიძის თქმით, შეხვედრაზე განხილულ იქნება სუუამის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა მორიგი სამიტისთვის მზადებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები. ეს სამიტი 3-4 ივლისს იალტაში გაიმართება.
XS
SM
MD
LG