Accessibility links

logo-print

დღეს შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად


დღეს შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი ნატოში აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის შვიდი ყოფილი კომუნისტური ქვეყნის მიღებას.

დღეს შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი ნატოში აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის შვიდი ყოფილი კომუნისტური ქვეყნის მიღებას.
ამერიკის კონსტიტუციის თანახმად, რაიმე საერთაშორისო ხელშეკრულების მხარდასაჭერად სენატორების ხმების სულ ცოტა ორი მესამედია საჭირო. წარმომადგენელთა პალატა ამ საკითხზე კენჭისყრას არ მართავს. ახლა ნატოს გაფართოება უნდა მოიწონონ კავშირის დანარჩენი 18 წევრი ქვეყნის პარლამენტებმა. თუკი ეს მოხდება, შვიდი ახალი სახელმწიფო, მათ შორის ბალტიიპირეთის სამი ქვეყანა, მომავალი წლის მაისში ოფიციალურად შევა ნატოს შემადგენლობაში. სენატორმა ლუგარმა ასეთი კომენტარი გაუკეთა სენტის გადაწყვეტილებას: [ლუგარის ხმა] "დღეს სენატმა მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ ევროპა მთლიანი და თავისუფალი იყოს. 2001 წლის ივნისში პრეზიდენტმა ბუშმა ვარშავაში გამოსვლისას დაადასტურა, რომ ევროპის ყველა ახალ დემოკრატიულ სახელმწიფოს ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე უნდა ჰქონდეს უშიშროებისა და თავისუფლების თანაბარი შანსი და თანაბარი შანსი ევროპის ინსტიტუციებში გაწევრიანებისთვის. დღეს სენატმა რატიფიკაცია გაუკეთა ამ მისწრაფებას".
XS
SM
MD
LG