Accessibility links

logo-print

პოლონეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, აგრეთვე


პოლონეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, აგრეთვე, გერმანიის კანცლერმა სცადეს, მოეგვარებინათ ერაყის ომის საკითხში წარმოშობილი უთანხმოებანი.

პოლონეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, აგრეთვე, გერმანიის კანცლერმა სცადეს, მოეგვარებინათ ერაყის ომის საკითხში წარმოშობილი უთანხმოებანი.
ალექსანდრ კვაშნევსკიმ ჟაკ შირაკსა და გერჰარდ შრიოდერს ქალაქ ვროცლავში უმასპინძლა. პოლონეთი ვაშინგტონის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო ერაყის ომის საკითხში, ხოლო გერმანია და საფრანგეთი ომს იმთავითვე ეწინააღმდეგებოდნენ. სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა განაცხადა, რომ ეგრეთ წოდებული "ვაიმარის სამკუთხედის" წევრ სამ ქვეყანას საერთო მომავალი აქვს. [ჟაკ შირაკის ხმა] "განვაგრძეთ რა დისკუსია, ვიმსჯელეთ ბოლოდროინდელ პრობლემებზე, რომელიც ერაყის გარშემო წარმოიშვა. აღვნიშნეთ ისიც, რომ გვსურს, ერთად ვაშენოთ ისეთი ევროპა, რომელსაც, ერთი მხრივ, თავდაცვის საერთო სისტემა ექნება და, ამასთანავე, ითანამშრომლებს ატლანტიკურ ალიანსთანაც." შეგახსენებთ, რომ პოლონეთს ერაყის ერთ-ერთ ზონაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა დაევალა.
XS
SM
MD
LG