Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ არმიტეჯმა ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის აღუთქვა,

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ არმიტეჯმა ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის აღუთქვა,
რომ შეერთებული შტატები არ შეასუსტებს ავღანეთში ვითარების სტაბილიზებისკენ მიმართულ ძალისხმევას. ქაბულში გამართული შეხვედრის შემდეგ არმიტეჯმა განაცხადა: [რიჩარდ არმიტეჯის ხმა] "შეერთებული შტატები, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ერაყის საკითხით არის დაკავებული, არ აპირებს, ავღანეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები დაივიწყოს. ჩვენ შეგვწევს იმის უნარი, ეს ორი საქმე ერთდროულად ვაკეთოთ." არმიტეჯმა დასძინა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთს არ დატოვებენ, ვიდრე ქვეყანაში სტაბილური ვითარება არ დამყარდება. საღამოს რიჩარდ არმიტეჯი ქაბულიდან დელიში გაფრინდა, სადაც ხვალ მოლაპარაკებას გამართავს ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ატალ ბეჰარი ვაჯპაისა და ამ ქვეყნის სხვა ხელმძღვანელებთან.
XS
SM
MD
LG