Accessibility links

logo-print

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მომხდარი საავიაციო


კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მომხდარი საავიაციო კატასტროფის შედეგად 120-ზე მეტი ადამიანი დაღუპულად ითვლება.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მომხდარი საავიაციო კატასტროფის შედეგად 120-ზე მეტი ადამიანი დაღუპულად ითვლება.
დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ილ-76-ის ტიპის სატვირთო თვითმფრინავში, რომელიც დედაქალაქ კინშასიდან ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, ქალაქ ლუბუმბაშიში მიფრინავდა, მოულოდნელად გაიღო ერთ-ერთი კარი, რის შედეგადაც მგზავრები სალონიდან გადაცვივდნენ. პილოტებმა თვითმფრინავის დამორჩილება მოახერხეს და კინშასაში დაბრუნდნენ. ბრიტანეთის ტელეკომპანია ბი-ბი-სი იუწყება, რომ თვითმფრინავის დაჯდომის მომენტში მასში მხოლოდ რუსი პილოტები იმყოფებოდნენ. როგორც ასოშიეიტედ პრესი იტყობინება, თვითმფრინავზე შესრულებული წარწერის თანახმად, საჰაერო ხომალდი უკრაინის სატვირთო გადაზიდვების ავიაკომპანიას ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG