Accessibility links

logo-print

იემენში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ისლამისტ


იემენში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ისლამისტ ექსტრემისტს,

იემენში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ისლამისტ ექსტრემისტს,
რომელმაც გასული წლის დამლევს ამერიკელი ქრისტიანი მისიონერი ექიმი ქალი და მისი ორი კოლეგა მოკლა. მსჯავრდებული აბედ აბდელ რაზაკის ვექილმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი გაასაჩივრებს სასიკვდილო განაჩენს, რომლის სისრულეში მოყვანა, იემენში, დახვრეტით ხდება. გამოძიება ვარაუდობს, რომ აბდელ რაზაკი საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-საიდასთან" იყო კავშირში. 3 ამერიკელი 30 დეკემბერს მოკლა ექსტრემისტმა ცეცხლსასროლი იარაღით ბაბტისტ მისიონერთა საავადმყოფოში, სამხრეთ იემენის ქალაქ ჯიბლაში.
XS
SM
MD
LG