აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა თავისი 80-წლის იუბილე საავადმყოფოში აღნიშნა დღეს ანკარაში,
სადაც სამკურნალოდაა ჩასული. საზეიმო ცერემონიალი ბაქოში - გადაიდო, ვიდრე სახელმწიფოს მეთაური არ დაბრუნდება. თურქეთის პრეზიდენტმა აჰმედ სეზერმა საავადმყოფოში მოინახულა ალიევი. ჰეიდარ ალიევი სამ მაისს ჩავიდა თურქეთში სამკურნალოდ მას შემდეგ, რაც საჯაროდ გამოსვლისას გრძნობა დაკარგა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ათასნაირი ხმები დადის. აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ალიევი "შესანიშნავად გრძნობს თავს".